უკან
რეგიონები
28 მაისი, 2018 14:55
სოფელ ენისელში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი მიტოვებულ სახლში გაჩნდა და შემდეგ სხვა სახლებზეც გავრცელდა.
სრულად განადგურდა სამივე ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.