უკან

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2018 15:20
font-size

სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ - პაატა იმნაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოიწამლნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ.

იმნაძე გეგუთში ჩავიდა აღნიშნული ინციდენტის გამო.

მისი თქმით, ამ დროისთვის ჩატარებული ანალიზის პასუხები აღნიშნულ შედეგს აჩვენებს.

„მოწამვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს კარდაკარ ჩამოვლა იმის დასადგენად, სახლის პირობებში ხომ არ ჩაუტარეს რომელიმე მცირეწლოვანს მკურნალობა.

რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ.

„მიზეზზე საუბარი ადრეა. მიმდინარეობს კვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ ყველა პროდუქტს, რომელიც მიწოდებული იყო აღნიშნულ საბავშვო ბაღებში. გადაწყდა, რომ კვლევის პასუხამდე, ბაღებში სწავლა შეჩერდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო, რომელიც კვლევის შედეგად დაზუსტდება.

„შიგელოზი არის ნაწლავური ინფექცია. რომელმა პროდუქტმა გამოიწვია, ზეპირად თქმა არ შეიძლება. მრავალ პროდუქტს შეეძლო გამოეწვია და ამის დასადგენად კვლევა ტარდება. საუბარია იმაზე, რომ წარმოების დონეზე შესაძლებელია, მოხდა საკვები პროდუქტის დაბინძურება“, – განაცხადა იმნაძემ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ. ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გეგუთის გარდა, მსგავსი ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა.

საკვანძო სიტყვები:

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი