უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

9 აგვისტო, 2019 16:54
font-size

სოფელ გუგუტიანთკართან ამ დროისთვის ოკუპანტების მხრიდან დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს - ქეთევან ციხელაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან ამ დროისთვის რუსი ოკუპანტების მხრიდან დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„ამ ეტაპზე, არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. თუმცა ეპიზოდს, რომელიც ბორდერიზაციას და რაღაც ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, 7 აგვისტოს ჰქონდა ადგილი. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენიმეჯერ გააქტიურეს. იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია 7 აგვისტოსვე ჩვენს პარტნიორებთან და იმასაც მიხვდებით, რომ შემთხვევით არ მოხვდებოდა თუნდაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი. ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, – ამბობს ციხელაშვილი.

„ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია“ - მოძრაობა `შეცვალე` აქციას დღეს, 16:00-ზე განაახლებს

20 ოქტომბერი, 2019 , 10:28

ნატახტრის გზაზე გუშინ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია დღეს, 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება. მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერ

„ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია“ - მოძრაობა `შეცვალე` აქციას ხვალ, 16:00-ზე განაახლებს

19 ოქტომბერი, 2019 , 20:16

ნატახტრის გზაზე, მოძრაობა "შეცვალეს" საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია ხვალ 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება. მოძ

გიორგი გახარია ატოცზე : სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

19 ოქტომბერი, 2019 , 18:52

დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების ქმედება წარმოადგენს პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონოს პროცესს ეხმაურება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქა

რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ - სუს-ი

19 ოქტომბერი, 2019 , 12:25

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ინფორმაციით, გაა

რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ - სუს -ი

16 ოქტომბერი, 2019 , 14:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. „რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლი