უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

29 აპრილი, 2017 13:35
font-size

სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოწიეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოწიეს.

რუსეთის სამხედროებმა სიმინდის ყანებს ხის ბოძები უკვე შემოავლეს, რის შედეგადაც დამატებით 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

ადგილობრივი მცხოვრებლები, ოთარ ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ამუშავებდნენ ამ ნაკვეთებს. ნაჭყების თქმით, 1978 წლიდან ფლობდა აღნიშნულ მიწას და იცოდა, რომ ეს იყო არა ნაბაკევის, არამედ ხურჩის ტერიტორიაზე არსებული მიწა.

,,რუსებმა შემოღობეს ეს ტერიტორია, სადაც ბოძები ჩანს. ეს იყო ჩვენი კუთვნილი მიწები. 40-50 წელია, რაც ვსარგებლობთ ამ მიწის ნაკვეთით და თითქმის წართმეულია ეს მიწები. ჯერჯერობით ამას რეაგირება არ მოყოლია. ვერ ვსარგებლობთ ჯერჯერობით ამ მიწით. არ შეგვიძლია არც ხვნა და არც თესვა’’, - აცხადებს ოთარ ნაჭყებია.

საკვანძო სიტყვები:

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა არის სრულ იზოლაციაში - ქეთევან ციხელაშვილი

22 იანვარი, 2019 , 16:30

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ეხმაურება. “აბსოლუტურად მიუღებელია ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა. უკვე მე-12 დღეა აფხაზე

Airbnb წაშლის სახლებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან

20 იანვარი, 2019 , 13:07

აპარტამენტების (ბინების) გაქირავების სერვისი Airbnb საკუთარი საიტიდან წაშლის განცხადებებს აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან. ამის შესახებ აღნიშნულია Airbnb-ის ოფიციალურ  ვებსაიტზე. "როგორც გლობალური პლატფორმა

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ - დავით ზალკალიანი

19 იანვარი, 2019 , 13:36

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რადგანაც პირველ რიგში, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ისეთ ფ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

18 იანვარი, 2019 , 16:02

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განა

გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

16 იანვარი, 2019 , 16:43

ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედგეგად რუსი ბიზნესმენი დაშავდა. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ე.წ. სამინისტრო იტყობინება.   ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლძაას დასახლებაში მოხდა. ბიზნეს

H1N1-ის საფრთხის გამო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ზღუდავს

11 იანვარი, 2019 , 11:20

H1N1 გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`