უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 აგვისტო, 2020 12:10
font-size

სოფელ მერეთში ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში შედგა და ჩვენებას რეჟისორი უტა ბერია ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან - თედო ბექაურთან ერთად დაესწრო.

„უარყოფითი რიცხვები“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

მერეთის გარდა „უარყოფით რიცხვების“ ჩვენებები გაიმართება შემდეგ სოფლებში: ჯვარი, შუაფხო, ხობი, საჯიჯაო, ახუთის თემი, ზოდი და მეჯვრისხევი.

„ზაფხულის კინოსკოლა“ პირველად 2015 წელს განხორციელდა ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 2016 წლიდან კი პროექტის მხარდამჭერებს ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპა” შეუერთდა. პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლი

TBC Credit-ის სწრაფი სესხები ონლაინ

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის პროდუქტია - ციფრული პლატფორმაა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხი დისტანციურად მიიღოს.  რატომ კონკრეტულად სამომხმარებლო სესხი? ვებგვერდზე სესხის მიზნობ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართ

კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში გარდაიცვალა. „გუშინ გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი ა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას, 38 იმერეთს, 32 კი თბილისს უკავშირდება. დანა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა

28 სექტემბერი, 2020 , 11:05

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე