უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
არქივი
რეგიონები
23 თებერვალი, 2018 15:20
სოფელ რიყის მოსახლეობამ საძოვრების 50-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობამ სოფლის საძოვრების რუსეთის მოქალაქეზე, მანანა პოტიონკინაზე 50-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს.
ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მათ განაცხადეს, რომ სოფელს საძოვრები აღარ დარჩა, ხოლო იჯარით გაცემული მიწის ფარგლებში მოიქცა სოფლის სტადიონი და სასაფლაომდე მიმავალი გზა.
მათივე ინფორმაციით, ნაკვეთზე 3000-ზე მეტი წიწვოვანი ხე მოჭრეს. ადგილობრივების თქმით, პოტიონკინას კიდევ 200 ჰექტრის მიღება სურს. აქციის მონაწილეებმა არ გამორიცხეს, რომ რუსეთის მოქალაქეს მფარველები ჰყავდეს ხელისუფლების გარკვეულ რგოლში, რომელთა ინტერესში შედის სოფელ რიყის საძოვრების მითვისება.