უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

25 სექტემბერი, 2018 17:30
font-size

სოფელ სალხინოში საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტეს და სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს. სოფელ სალხინოს გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

სალხინოს არეალზე იდენტიფიცირებულია 2900 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1665. 963 მიწის ნაკვეთზე განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ვანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების კომისიაში. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.

აღსანიშნავია, რომ სალხინოს საპილოტო არეალზე ქალი და კაცი მესაკუთრეების რაოდენობა თითქმის იდენტურია. კერძოდ, დარეგისტრირებული 1657 მესაკუთრის უფლებიდან, ქალ მესაკუთრეთა რაოდენობა 852-ია, ხოლო კაც მესაკუთრეთა 986-ია.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

ქუთაისის საკრებულოს წევრ გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერდა

26 ივნისი, 2019 , 15:03

ქუთაისის საკრებულოს წევრს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი

ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა

25 ივნისი, 2019 , 14:30

აჭარის ტურისტული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა. მ

პანკისის ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 ივნისი, 2019 , 11:55

ივნისის თვიდან პანკისის ხეობის 17 სოფლის მცხოვრებნი უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ. ისინი სამართლებრივ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ც

ეროვნული სატყეო სააგენტო, ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს

25 ივნისი, 2019 , 11:15

ეროვნული სატყეო სააგენტო, ბორჯომის ხეობაში, 2008 – 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე, ტყის მოვლა - აღდგენის პროექტის ფარგლებში, შუალედურ მონიტორინგს ახორციელებს. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს

აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება

24 ივნისი, 2019 , 15:35

აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ფოტოებმა ესტონელებისა და ლატვიელების ყურადღება მიიქცია. ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით დაბრენდილი ტრამვაი გამოჩ

„რუსეთუმებო ყარხართ“ - ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20 ივნისი, 2019 , 16:20

საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეებს აქვთ ბანერები: "რუსეთი ოკუპანტია", რუსეთუმებო ყარხართ", "სირცხ