უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ნოემბერი, 2018 16:30
font-size

სოფელ ვედიდკარში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები დაიწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში საველე ტექნიკური სამუშაოები დაიწყო.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სოფელ ვედიდკარის საპილოტო არეალზე პროექტის საველე ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში 3500 მდე მიწის ნაკვეთი აიზომება, მომზადდება მიწის ნაკვეთების აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, მოხდება მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის მოძიება საკუთრების უფლების რეგისტრაციის მქონე პირებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტაციის შესახებ, ასევე დაინტერესებულ პირები მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილზევე მიიღებენ შესაბამის კონსულტაციას. სოფელ ვედიდკარში ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდგომ მოძიებული ინფორმაცია სამართლებრივად დამუშავდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ვედიდკარი ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი ხორციელდება.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა; მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება.

საკვანძო სიტყვები:

ქართული კინოფორუმი ქუთაისში ხვალ გაიხსნება

15 ნოემბერი, 2018 , 17:15

ქართული კინო ქუთაისს უბრუნდება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს, სადაც კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახანს დასრ

განათლებით ყველა მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა. ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები, განხორციელდა ძველი და უნიკალური წიგნების რესტავრა

დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურება კრაზანას თავდასხმით არის გამოწვეული - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკეებმა და ენტომოლოგებმა დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზები ადგილზე შეისწვალეს. ფუტკრის ოჯახების შემოწმების შედეგად დადგინა, რომ მათი განადგურებ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გაადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებები

გუდაური-კობისა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. ფარავანის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა. მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული გუდაური-კობ

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ გაიმართება

14 ნოემბერი, 2018 , 16:00

17-18 ნოემბერს, ბათუმი უმასპინძლებს თანამდროვე ხელოვნების ფესტივალს „მისამართი“. ფესტივალის ფარგლებში ბათუმში მდებარე 6 საცხოვრებელი კორპუსი გადაიქცევა საგამოფენო სივრცეებად. ლიფტი, სადარბაზო, აივანი, საძინებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`