უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2016 15:30
font-size

სოფელ ზვარეში მომხდარი კონფლიქტის გაშუქება ზოგიერთი მედიის მხრიდან ქსენოფობიურ კონტექსტში მოხდა - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას ზოგიერთმა მედიამ კონფლიქტი ქსენოფობიურ კონტექსტში გააშუქა, რითაც აქცენტი გაკეთდა ინციდენტში მონაწილე პირთა და დაზარალებულთა ეთნიკურ წარმომავლობაზე, მომხდარი წარმოჩინდა, როგორც ჩინელების მხრიდან ქართველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და მეორეხარისხოვანი გახდა ამ ინციდენტის რეალურ მიზეზების და მის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ცნობები.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და მედიის განვითარების ფონდის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.“

,,მედიის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, „ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს ამა თუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურ მდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია საქმის არსთან.

ამგვარად, როგორც კანონმდებლობა, ისე პროფესიული ეთიკის სტანდარტები მოითხოვს, რომ ჟურნალისტის და ზოგადად, მედიასაშუალებების ძალისხმევა მოვლენების სწორი და ობიექტური ანალიზისკენ, ასევე, დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა პირიქით, ახალისებდეს და კვებავდეს საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს და სტერეოტიპებს. ჟურნალისტების მიერ საკითხის ქსენოფობიურ ჭრილში გაშუქებამ, სამწუხაროდ, უკვე გამოიწვია დისკრიმინაციული განწყობების გაღვივება მოსახლეობაში.

მაგალითად, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაიწყო კამპანია სახელწოდებით „არა ჩინურ ნაწარმს“, - აცხადებენ ორგანიზაციები და მაუწყებლებსა და სხვა მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ფაქტების იმგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციისგან, რომლებიც იწვევს ან ახალისებს საზოგადოების დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ განწყობებს, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით უზრუნველყონ დროული, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება.

მარი ნამგალაძე

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი