უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

1 ნოემბერი, 2021 07:31
font-size

დღის კალენდარი - 1 ნოემბერი

წლის 306-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 60 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინასწარმეტყველისა იოელისა (800 წ. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ნიკოლოზ დვალისა (1314); მოწამისა უარისა და მისთანა შვიდთა ქრისტიანთა მოძღვართა (დაახლ.307); ნეტარისა კლეოპატრასი (327) და ძისა მისისა იოანესი (320); მღვდელმოწამისა სადუკისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 128-თა მოწამეთა (342).

წინასწარმეტყველი იოელი 800 წლით ადრე ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის აოხრება და გაუდაბურება.

მოწამე უვარო და შვიდი ქრისტიანი მოძღვარი ქრისტიანთა განსაკუთრებული დევნის დროს ცხოვრობდნენ ეგვიპტეში. მხედართმთავარი უვარო ქრისტეს ფარული აღმსარებელი იყო. იგი მრავალ დევნულს უწევდა დახმარებას. ის 307 წელს აწამეს.

ნეტარი კლეოპატრა თაბორის მთის მახლობლად მდებარე სოფლიდან იყო წარმოშობით, იგი უვაროს თანამედროვე იყო, რომლის დასჯის მერე კლეოპატრამ წმიდანის სხეული სამშობლოში წაასვენა.

მღვდელმოწამე სადუკი სპარსეთის ერთ-ერთ ოლქში იყო ეპისკოპოსად. როცა სპარსთა მეფემ ეპორმა შეიტყო, რომ სადუკი ქრისტეს რწმენას ქადაგებდა, ბრძანა, შეეპყროთ ისიც და მასთან ერთად 128 მორწმუნე ქრისტიანი. რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ მაზდეანები ჭეშმარიტი რწმენისაგან ცეცხლთაყვანისმცემლობისკენ მოექციათ წმიდანები, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ისინი სიკვდილით დასაჯეს.

დაიბადნენ:

1636 – ნიკოლა ბუალო, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის თეორეტიკოსი, გარდაიცვალა 1711 წელს.

1757 – ანტონიო კანოვა, იტალიელი მოქანდაკე, გარდაიცვალა 1822 წელს.

1871 – სტივენ კრეინი, ამერიკელი მწერალი, გარდაიცვალა 1900 წელს.

1887 – ლოურენს სტივენ ლოური, ინგლისელი მხატვარი, გარდაიცვალა 1986 წელს.

1893 – პავლე ინგოროყვა, ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, მწერალი, გარდაიცვალა 1983 წელს.

გარდაიცვალნენ:

1903 – თეოდორ მონსენი, გერმანელი ისტორიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1817 წელს.

1894 – ალექსანდრ III, რუსეთის იმპერატორი, დაიბადა 1845 წელს.

1975 – პიერ პაოლო პაზოლინი, იტალიელი მწერალი, სცენარისტი, დაიბადა 1922 წელს.

მოვლენები:

1512 წელი _ მიქელანჯელომ დაასრულა სიქსტის მადონა.

1604 წელი _ ლონდონში პირველად დაიდგა შექსპირის ტრაგედია `ოტელო~.

1721 წელი _ პეტრე პირველმა იმპერატორის ტიტული მიიღო.

1773 წელი _ პეტერბურგში დაარსდა სამთო სასწავლებელი.

1834 წელი _ გამოიგონეს ბანქოს თამაში პოკერი.

1856 წელი _ დაიწყო ინგლის_ირანის ომი.

1894 წელი _ პარიზში ფრანგმა მიკრობიოლოგმა ემილ რუმ დიფტერიის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოაჩინა.

1953 წელი _ ლენინგრადში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი ქორწინების სახლი.

ღირსსახსოვარი დღეები:

კათოლიკური ქვეყნები _ ყველა წმინდანის დღე.

აშშ _ ავტორების დღე.

ვიეტნამი, ალჟირი _ რევოლუციის წლისთავი.

ვირჯინიის კუნძულები _ თავისუფლების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი