უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
პოლიტიკა
სოფელ სობისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო უწყება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ სობისში ოკუპანტების მიერ ადგილობრივების მოსავლის აღების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ქართული მხარე მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
„ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტს და მექანიზმს იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხები იქნეს განხილული. ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები გაერკვევიან კონკრეტულ შემთხვევებში და განვსაზღრავთ თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი“,-განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ სობისში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ქერის 2 ჰექტარი მოსავალი აიღეს.
ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყოველივე ეს არის ოკუპაციის რეალური სახე.
მონიკა დავლიანიძე