უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
- 13.04.2021 10:39დღის კალენდარი - 13 აპრილი
- 13.04.2021 10:34ანონსი - 13.04.21
არქივი
საზოგადოება


სოფიო კილაძეს საპარლამენტო აპარატის თანამშრომელი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს - სასამართლო ორშაბათს გაიმართება
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს აპარატის მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის. ელგა ფოლადაშვილი დეპუტატს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
როგორც მან რუსთავი 2-ს განუცხადა, კილაძე მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. დეპუტატმა ამის მიზეზად იურისტის დიპლომის არქონა დაასახელა.
„მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მეო. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. ამის შემდგომ მისგან იყო ასეთი სვლა, რომ, თუ მე ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ის მე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემდა. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა, რომ შენ არ ხარ იურისტი, ისეთ დავალებებს დაგავალებ, რომელსაც, როგორც პროფესიით არაიურისტი ადამიანი, ფიზიკურად ვერ გააკეთებს.
არის რაღაცა თემები, რაშიც მე ფიზიკურად ვერ შევალ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამისი არც კომპეტენცია არ მაქვს, რადგან მე არ გახლავარ იურისტი და მეორე, საჯარო მოხელეობა გარკვეულ შეზღუდვებს მიწესებს“, - თქვა ფოლადაშვილმა.
მისივე ნააბობიდან ირკვევა, რომ სამსახურიდან წასული თანამშრომლების ნაცვლად კილაძემ „მისთვის სასურველი პირები“ მოიყვანა.
„ის ადამიანები, ვინც განცხადებები დაწერეს იმის შიშით, რომ საყვედური არ მიეღოთ, ან პირიქით, საყვედური მიიღეს, მაგრამ ამის ნაცვლად დაწერეს განცხადებები, წავიდნენ. ეს ადგილები დაიკავეს მისთვის [კილაძისთვის] სასურველმა ადამიანებმა“, -აღნიშნა ფოლადაშვილმა.
სასამართლო პროცესი ორშაბათისთვისაა დანიშნული. მოსარჩელე მხარის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საია სასამართლოსგან დისკრიმინაციის დადგენას მოითხოვს. მისივე თქმით, როცა ფოლადაშვილი სამსახურში აიყვანეს, მოთხოვნებს შორის არ ფიგურირებდა იურისტის დიპლომი და დამსაქმებელმა იცოდა, რომ მოსარჩელე მხარე მას არ ფლობდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
13 აპრილი, 2021 , 10:42