უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2018 09:00
font-size

სოფიო ქაცარავა პარაგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას

14-16 აგვისტოს სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით პარაგვაის ესტუმრება, სადაც პარაგვაის პრეზიდენტის მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს პარაგვაის პარლამენტის წევრებთან და ინაუგურაციაში მონაწილე ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას წარმოადგენს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება. პარაგვაი წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთი სფერო იკვეთება. ეს ვიზიტი მოგვცემს შესაძლებლობას, განვიხლოთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გავმართავთ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან, სადაც საშუალება გვექნება განვიხილოთ ისეთი საკითხები, როგორიც არის თანამშრომლობა პოლიტიკურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის დახვეწა, ხალხთაშორისი კავშირების გამყარება, ტურიზმი და სხვა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პარაგვაიში ირაკლი ყურაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი