უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 აპრილი, 2018 17:50
font-size

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმის“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (DANIDA), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 4,110,000 აშშ დოლარს შეადგენს. (10,000,000 ლარი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სურთ. პროგრამის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა დღეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ახალგაზრდა მეწარმეებს ახალი პროექტი გააცნო. პრეზენტაციის შემდგომა გაიმართა დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებული იქნას როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიან დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიმართულება გარდა, იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვასვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.

სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და www.danida.apma.ge მეშვეობით.

პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმის დამტკიცების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში, შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ბენეფიციარს დაეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის ყველა საჭირო ღონისძიებაში რაც გულისხმობს: თანადაფინანსების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას, წარმოდგენილი ბიზნეს იდეის განხორციელების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შედგენას, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფულადი სახსრების მიზნობრივად გახარჯვის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დახარისხებას, სააღრიცხვო პროგრამის/სისტემის დანერგვას და ბიზნესის მართვისათვის საჭირო ტრენინგების ჩატარებას

პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით, „ერთიან აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა - ბადრი ჯაფარიძე

7 აგვისტო, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი შეაფასა. „იანვარში გახარიას

„ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ, უხელფასოდ დარჩენილ 84 თანამშრომელს, ერთჯერადად, 1 200 ლარის ოდენობის თანხით დავეხმარებით - ნათია თურნავა

6 აგვისტო, 2020 , 15:40

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავეხმაროთ კომპანია „ფრონტერას“ მიერ გათავისუფლებულ 84 ადამიანს, რომლის მიმართ, დღეის მდგომარეობით, კომპანიას დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება და ერთჯერადი დახმ

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - გიორგი გახარია

6 აგვისტო, 2020 , 15:40

ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ვარდნა მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2021 წლის პრგონოზირებისას ეს პირველი პესიმისტური

ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80 პროცენტით შემცირდება - კობა გვენეტაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:10

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პროგნოზით, ცენტრალური ბანკის საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს გასულ წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლები 80 პროცენტით შემცირდება. „მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისი

ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა - ნათია თურნავა

5 აგვისტო, 2020 , 14:55

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნეს ვიზიტორების პლატფორმა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭ

„შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის - ნათია თურნავა

4 აგვისტო, 2020 , 14:50

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის&ld

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე