უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

28 აპრილი, 2017 16:45
font-size

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგელობაში ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და ალკოჰოლური პროდუქციის წარმოების ასოციაციის პრეზიდენტები და კერძო კოპმანიების წარმომადგენლები არიან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის პრსპექტივებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ყირგიზეთის დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა და, ბუნებრივია, რომ სოფლის მეურნეობის ამ დარგს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ყირგიზეთის დელეგაციის წევრები ვაზის გაშენების, ასევე, ქართული ღვინისა და კონიაკის სპირტის წარმოების საკითხებით დაინტერესდნენ. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მუზეუმი და მარანი დაათვალიერეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა მოინახულეს და ქართული ღვინის კომპანიებს ესტუმრნენ.

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი