უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 დეკემბერი, 2016 18:45
font-size

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რაჭის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტში საქართველოში მეღორეობის დარგში არსებულ მდგომარეობაზე, ახალ რეგულაციებსა და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივი ფერმერები დაავადებებთან ბრძოლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს გაეცნენ და ღორების გახშირებული სიკვდილიანობის თავიდან აცილების ღონისძიებების შესახებ რჩევები მიიღეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უახლოეს მომავალში ესპანური კომპანია ,,NATIVE GEORGIAN“ რაჭაში, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებში, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ააშენებს ფერმებს ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით. კომპანია ქართული ღორის ჯიშების განვითარების ხელშეწყობას, ხორცპროდუქტების სახით დამუშავებას და შემდგომში საერთაშორისო ბაზრებზე მათ რეალიზაციას აპირებს. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდას.

ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, ასევე, რეგიონის რწმუნებულ-გებერნატორის ადმინისტრაციისა და ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

27 მაისი, 2020 , 11:10

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა