უკან

პოლიტიკა

26 მარტი, 2018 14:15
font-size

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ განცხადებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდიაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები დაარღვია, როცა სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიასგან მოითხოვა, რომ ბაგრატიას მოადგილედ დაენიშნა თემურ მთივლიშვილი.

საია მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროსა და პროკრატურას ამ საკითხით დაინტერესდეს.

„2018 წლის 15 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ გაავრცელა საჯარო განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რაც, მისი თქმით განპირობებული იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მიერ მასზე ზეწოლის განხორციელების გამო.

თამარ ბაგრატიას განცხადებით, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ჯერ სთხოვა, ხოლო შემდეგ კატეგორიულად მოსთხოვა კონკრეტული პირის - თემურ მთივლიშვილის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი) დანიშვნა.

თამარ ბაგრატია განცხადებაში უთითებს, რომ მინისტრის მოადგილე სსიპ-ის მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნას სთხოვდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 7 დეკემბერს შესული ცვლილებების მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად „ამ მუხლის პირველ−მე-6 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე სამინისტროებმა და მათ სისტემაში შემავალმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე“.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის რეგულირების ქვეშ არ ექცევა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობა მათი სამართლებრივი სტატუსისა და შერჩევის სპეციალური წესის გათვალისწინებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი და მოადგილე არის სახელმწიფო მოსამსახურე და არა საჯარო მოსამსახურე. შესაბამისად, პროფესიული საჯარო მოხელის (აუდიტის სამსახურის უფროსის) გადაყვანა სახელმწიფო მოსამსახურის (სსიპ-ის მოადგილის) თანამდებობაზე, არ შეიძლება, მიჩნეული იყოს „შესაბამის თანამდებობაზე“ გადაყვანად, რაც მოცემულ შემთხვევაში კანონის ძირითადი მოთხოვნა იყო. გარდა ამისა, სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევა ხდება გამარტივებული კონკურსის წესით, რაც განსხვავდება პროფესიული საჯარო მოსამსახურის შერჩევის წესისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა სსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის შერჩევისას იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური შერჩევის წესის საფუძველზე და ერთპიროვნულად და უკონკურსოდ არ დანიშნონ აღნიშნული თანამდებობის პირები.

აღნიშნული შემთხვევის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ქმედებებში იკვეთება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევა და ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიურო და საქართველოს პროკურატურა დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და სრულყოფილად გამოიკვლიონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ სსიპ-ში განვითარებული მოვლენები.

საია განაგრძობს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვს დამატებით ინფორმაციებს საჯარო დაწესებულებებიდან“, - წერია საია-ს განცხადებაში.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი