უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მაისი, 2017 18:00
font-size

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩხეიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

როგორც მედიანიუსს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ. ვიზიტის ორგანიზატორი იყო „საფრანგეთის განვითარების სააგენტო“, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრები გამართა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტყის სამინისტროში, სადაც სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოებით ეკონომიკური ღირებულების შექმნის და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერების საკითხები განიხილეს. შეხვედრებზე ფრანგულმა მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები ქალაქ ბორდოში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და ტყის სამინისტროს რეგიონულ სააგენტოშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიწის მესაკუთრეობის, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების, კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის და ფერმერებისთვის ბიზნესკონსულტაციების მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილებას გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელებთან, საფრანგეთში არსებული პროფესიული ორგანიზაციების და ასოციაციების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს, მიწის მოწყობისა და სასოფლო დაწესებულებების სააგენტოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე, საფრანგეთის გამოცდილების გათვალისწინებით, ფერმერთა ტრენინგების, ექსტენციის, მიწათსარგებლობის, სარწყავი სისტემით სარგებლობის, ასევე სერვისების განვითარების საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი