უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ოქტომბერი, 2018 15:20
font-size

სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სექტორში, ქალებს კაცებზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ - FAO

ქალთა ჩართულობა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება საქართველოში - სწორედ ამ ძირითადი საკითხების შესახებ იმსჯელეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა და აქტიური დისკუსია შედგა სოფლის მეურნეობის სფეროში გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს სექტორში გენედერის კუთხით არსებულ პრაქტიკაზე და ENPARD-ის პროგრამით გათვალისწინებულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო FAO-ს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნა საქართველოში FAO-ს ექსპერტების მიერ გენდერის შეფასების კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი ფაქტები და მიგნებები. კვლევამ, რომელიც ავსტრიის განვითარების კოოპერაციისა (ADC) და ENPARD-ის მხარდაჭერით განხორციელდა, გამოავლინა გენდერული უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე, განასაკუთრებით, შემოსავლისა და დასაქმების სეგრეგაციის კუთხით. წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სექტორში, ქალებს კაცებზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ. საშუალოდ, საქართველოში სოფლად დასაქმებული ქალების შემოსავალი მამაკაცების შემოსავლის 75%-ია. ამასთან, დასაქმების ბაზარზე ფიქსირდება გენდერული ნიშნით სეგრეგაცია, სადაც კაცები ძირითადად წარმოდგენილნი არიან მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინჟინერია და მშენებლობა. ამ სფეროებში ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული. კვლევის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, როგორც FAO-ს, ისე პოლიტიკის შემქმნელების, პროგრამის და პროექტის განმახორციელებლებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სექტორში ჩართული სხვა მხარეებისა და სერვისის მიმწოდებლებისთვის.

გენდერის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და საკუთარი პროექტების ფარგლებში ქალთა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა - CENN, RDFG და CARE, ასევე USAID-მა.

შეხვედრას უძღვებოდა ქნ. ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ ENPARD-ის მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ქნ. კრისტინა კასელამ კი მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მხარდაჭერით საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების და შედეგების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic და სხვები.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი