უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2017 11:50
font-size

სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდი განსხვავებაა - ალექსანდრე ჯეჯელავა

ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციის ”სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები” დაწყებამდე.

მინისტრის ინფორმაციით, კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა სასკოლო განათლების კუთხით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი.

”გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს დიაგნოზი, ანუ ის, თუ რა იწვევს პრობლემას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლიებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა”, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, მეორე უმთავრესი პრობლემა რაც გამოიკვეთა, ეს არის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებული შედეგი.

”ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 10 დეკემბერს, ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, გამოაქვეყნა ახალი კვლევა მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესების შესახებ. 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევ

“საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას `ქართული ოცნების` ხელში”

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

დღეს, ,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელ გადადგომასა და საპენსიო რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადები

ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

10 დეკემბერი, 2019 , 12:15

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ 30 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.  ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა

10 დეკემბერი, 2019 , 11:55

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემაჯამებელ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა დასრულდა. საკოო

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

10 დეკემბერი, 2019 , 10:15

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 10 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 ს

მომღერალი ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს

9 დეკემბერი, 2019 , 20:41

„ის რაც აზარტული თამაშების პოპულარიზაციას უკავშირდება და საზოგადოებას უბიძგებს თამაშისკენ, ამ ყველაფრის აკრძალვის მომხრე ვარ და ვფიქრობ, ბილბორდების ჩამოხსნა და ასაკობრივი შეზღუდვა ინტერნეტ სივრცეში ამას მნიშვნელოვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`