უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2023 12:34
font-size

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისია ავრცელებს. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციაში 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. ამ პროცესის ერთ-ერთ პირველ და მნიშვნელოვან კომპონენტს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა წარმოადგენს. სწორედ დღეს დაიწყო განაცხადების მიღება ვაკანტური ადგილების შესავსებად 10-ვე საარჩევნო ოლქში. საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, კომისიის წევრობის მსურველებთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით. მოვუწოდებთ მათ აქტიურად ჩაერთონ პროცესში. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა როგორც ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ისე საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, რადგან 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს არჩევნების ისტორიაში.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს - კონკურსი გამოცხადებულია №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია“,- -განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისი ინფორმაციით, საბუთები მიიღება შესაძლებელი იქნება დღეს და ხვალ 18:00 საათის ჩათვლით როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე, საკონკურსო სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით. „დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს - 2 51 00 51“, - აცხადებენ ცესკო-ში.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი