უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 10:55
font-size

სოფო ჯაფარიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სტავროს ლამბრინიდის შეხვდა.

სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა სახელმწიფოს პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საუბარი შეეხო, როგორ ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს თემატური სამოქმედო გეგმების სახით და ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მოქმედ ინსტიტუციურ მექანიზმებს, რომლებიც ემსახურებიან გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული მიმართულებით, საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სერვისებს, რომელიც მიეწოდებათ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ კამპანიებს.

სოფო ჯაფარიძემ სტავროს ლამბრინიდის გააცნო 2017 წლის ანგარიშის შედეგები, რომლებიც ეხებოდა ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებასა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკას საქართველოში. პრემიერის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ანგარიშის შედეგები ასევე ეხებოდა ქალთა მიმართ ძალადობას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია ახორციელებს საზიანო პრაქტიკისა თუ ქალთა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე და გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული მიმართულებების მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებას, უმცირესობების უფლებების დაცვას და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა. ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა. საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც აღნიშნულ სიაში მოხვდა.

ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა - სერგი კაპანაძე

23 იანვარი, 2019 , 16:48

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნებისგან“ განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“. მისის თქმით, ევროსაბჭოში, საპარლამენტო

მთავრობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ცდილობს - მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 16:45

საქართველო რუსეთის ოკუპაციას დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის განვითარებით პასუხობს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა. „სამწუხაროდ, რუსეთი სა

ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია - მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 15:11

საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება,

მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა

23 იანვარი, 2019 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დავოსის მოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პ

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა

23 იანვარი, 2019 , 10:50

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

23 იანვარი, 2019 , 10:25

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`