უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
საზოგადოება
სოფო კილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცესს არარეალისტურად მიიჩნევს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცესის დაწყებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არარეალისტურად მიიჩნევს.
კილაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიოზული რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რაც დემოკრატიული პროცესების სწორად განვითრებასა და საზოგადოების სიცრუისაგან დაცვას ისახევს მიზნად. თუმცა, მისი თქმით, გარკვეული ადამიანები ცდილობენ ამ პროცესს ხელი შეუშალონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა ბოლომდე მივიდეს და ერთხელ და სამუდამოდ, ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვქონდეს, რომელიც საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის“- განაცხადა კილაძემ.
კილაძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე კამპანიურ შეტევაზე საუბრობს და ამბობს, რომ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. უნდობლობის პროცესის დაწყება არარეალისტურია, ფანტასტიკის ჟანრია.
ცირა გურგენიძე