უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
საზოგადოება
სოფო კილაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დგება
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტში შრომითი კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, უბედური შემთხვევის გამო, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დგება.
„ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი და გამოწვევაა, რაც გვიდგას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შრომითი უფლებებია. გასულ კვირას დაამტკიცა პარლამენტმა ცვლილებების პაკეტი, რომელიც სწორედ შრომით უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. მაგრამ მე მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ კიდევ უფრო ფართო ცვლილებებზე უნდა ვიმუშაოთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამუშაოების ჩატარებისას 55 წლის ზეინკალი გარდაიცვალა. ის ქარხანაში სახურავის შეკეთების სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც 40 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა.
ცირა გურგენიძე