უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ოქტომბერი, 2020 14:55
font-size

სოხუმის უნივერსიტეტში კაბინეტი „სოხუმი-იერუშალაიმი“ გაიხსნება

„ისრაელის სახლი“ საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტს გახსნის. კაბინეტი „სოხუმი-იერუშალაიმი“ დაეთმობა ლექციებს ისრაელის წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ, აგრეთვე, ჰოლოკოსტის ისტორიის სწავლებას.

უნივერსიტეტში დაგეგმილია ისრაელიდან ცნობილი მოღვაწეების მოწვევა. პირველ ლექციას ა.წ. დეკემბერში ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი წაიკითხავს თემაზე: "გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის ახალი რეალობა". ლექცია ჩატარდება ისრაელის კვირეულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიცაა „ისრაელის სახლი“.

ხილიკ ბარი ცოტა ხნის წინათ თბილისში ვიზიტისას შეხვდა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ხონელიძეს. რექტორმა მას ესაუბრა წიგნზე, რომელზეც მუშაობს და გაუზიარა საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა, საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

სწორედ ამ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშეც ესწრებოდა, გადაწყდა ისრაელის კაბინეტის გახსნა.

სოხუმის უნივერსიტეტი, სხვა უმაღლესი სასწავლებლების მსგავსად, ჩაერთვება „ისრაელის სახლისა“ და სარა ბენ შემეშის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ სტუდენტურ კონკურსში ჰოლოკოსტის თემაზე. გამარჯვებული სტუდენტი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება ისრაელში. დელეგაცია ეწვევა იერუსალიმის იად ვაშემის მემორიალურ მუზეუმს, ჯარს, უნივერსიტეტს, გაიმართება შეხვედრა ისრაელელ სტუდენტებთან.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, სტუდენტურ დელეგაციაში იქნებიან ის ადამიანები, ვინც კარგად იცნობს ებრაელი ხალხის ისტორიას და ამ ვიზიტისას ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს. ეს იქნება საქართველოს ჰასბარა. დაიბადა იდეა, რომ ებრაელი ხალხის განვლილი გზა ჰოლოკოსტიდან გამარჯვებამდე, ქართველი სტუდენტებისთვის გახდეს სტიმული.

„ისრაელის სახლი“ დეკემბერში, 2020 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე - ისრაელის კვირეულში გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ისრაელის კაბინეტის გახსნას აპირებს. ისრაელის კაბინეტები უკვე მოქმედებს საქართველოს უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ამ და ევროპის უნივერსიტეტში „ისრაელის სახლისა“ და სარა ბენ შემეშის ფონდის მხარდაჭერით უკვე ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია.

აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებს და ებრაულ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე „ისრაელის სახლისა“ და სარას ფონდის მხარდაჭერი შეიქმნა, ხშირად სტუმრობენ ისრაელელი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები. ისრაელის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ამჟამად ეკონომიკის მინისტრმა ამირ ფერეცმა საჯარო ლექცია წაიკითხა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა ხილიკ ბარს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6069 ლარი გახდა

9 ივნისი, 2023 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6102 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

13 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი

9 ივნისი, 2023 , 17:05

13 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელი

გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა - ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

9 ივნისი, 2023 , 15:56

ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა 259-ე მუხლით დაიწყო. საუბარია  ​ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკი მოპყრობაზე.  მომხდარის შესახებ სოციალურ

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის საგანგებო საქმეთა დირექტორი ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს

9 ივნისი, 2023 , 14:58

ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. ორგანიზაციის წარმ

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 13.7%-ით ნაკლებია

9 ივნისი, 2023 , 14:13

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე&

საქართველოს ბანკმა და TBSC კონსალტინგმა საქართველოში მეოთხე ბიზნეს ქეისების კონკურსი ჩაატარეს

9 ივნისი, 2023 , 13:12

სხარტი, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, წელს ჰარვარდის ბიზნეს ქეისების კონკურსი მეოთხედ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 12 უნივერსიტეტის 400-

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი