უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 იანვარი, 2020 12:45
font-size

სოხუმში არეულობა გრძელდება

სოხუმში არეულობა გრძელდება - ე.წ. მინისტრთა კაბინეტში ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა მივიდა. აქციის მონაწილეებმა ის შენობაში არ შეუშვეს. ამის შესახებ rustavi2.ge იტყობინება.

მაუწყებლის ცნობით, ამ წუთებში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელთან მობილიზებულნი არიან ე.წ. სწრაფი რეაგირების სპეცრაზმის წარმომადგენლები და ასევე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

საპროტესტო აქციაზე მყოფი მომიტინგეები, მხარდამჭერების მოზიდვის მიზნით, სატელეფონო ზარებს ახორციელებენ.

ოკუპირებულ სოხუმში, გუშინდელი დღიდან, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო გამოსვლები იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

ღამით, ე.წ. პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურს ნებაყოფლობით გადაყენების წინადადებით მიმართა.
მომიტინგეებს სიტყვით მიმართა ე.წ. ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ. ბჟანიამ აღნიშნა, რომ მას ე.წ. მოქმედი პრეზიდენტისგან, რაულ ხაჯიმბასგან პირადი მოლაპარაკებებისა და შეხვედრის წინადადება არ მიუღია.

"ვფიქრობ, შეუძლებელია ნებისმიერი ძალის გამოყენება. ეს არ მუშაობს და საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს. აფხაზეთის უახლესი ისტორია ამას მეტყველებს," - თქვა ე.წ. ოპოზიციური ძალების ბლოკის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ.

როგორც Sputnik იუწყება, დემონსტრანტთა ნაწილი აქციაზე ხელკეტებით შეიარაღებული მივიდა, ასევე ისმის შეძახილები "გადამალე იარაღი".

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, დაახლოებით დილის 7:30 საათზე, იარაღის მრავალჯერადი გასროლის ხმაც ისმოდა, რასაც მოჰყვა შეძახილები - "გილოცავთ ახალ წელს", აქციის მონაწილეთა ნაწილი კი მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

სოფელ ტახტისძირისა და გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს - სუსი

6 აგვისტო, 2020 , 14:35

ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსულ მხარეს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები - საგარეო უწყება

6 აგვისტო, 2020 , 10:45

5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს საკითხი – „მდგომარეობა საქართველოში“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სხდომის დასრულების

წითელ ჯვარს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება არ ეძლევა

30 ივლისი, 2020 , 12:45

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება წითელ ჯვარს ამ დრომდე არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან, კვალვ დროებითი დაკავების იზოლატორში გად

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა გაიმართება

30 ივლისი, 2020 , 10:35

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გათვალისწინებული შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავრშირის სადამკვირვებლო მისიის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად,

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა

29 ივლისი, 2020 , 15:00

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა. ამ თანამდებობას 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა 2020 წლი

წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს – ლია გიგაური

27 ივლისი, 2020 , 14:55

წითელი ჯვარი ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია გიგაურმა განაცხადა. „ჩვენ ინტენსიური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე