უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2021 11:03
font-size

SOLO-ს მხარდაჭერით ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით 25-26 სექტემბერს ისთ ფოინთში, (ფანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 სთ-ზე) ყველაზე პატარა მეწარმეების, ბავშვების მარკეტი გაიმართება. ისინი თავიანთ შექმნილ პროდუქტებს სხვადასხვა კატეგორიაში წარმოადგენენ. ესენია: კრაფტი, კვება, სამკაული, სათამაშო და ა.შ. პატარა ანტრეპრენერები საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და გაყიდვას შეძლებენ. თუ თქვენი ოჯახის წევრები, შვილები ან მათი მეგობრები ქმნიან საინტერესო პროდუქტს ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, სათამაშოების ან კვების კატეგორიიდან, მაშინ შეგიძლიათ მათთან ერთად შეავსოთ ონლაინ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/event-details/613f6034ae3b47ff23dab6ad რათა მათ შეძლონ მარკეტში მონაწილეობა. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 20 სექტემბერს დასრულდება.

მონაწილეობის მიღება 16 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ.

კოვიდ რეგულიაციებიდან გამომდინარე მარკეტში მონაწილეობას პირველი 50 აპლიკანტი შეძლებს. პროექტის ფარგლებში დაწესებულია 2 საპრიზო ადგილი. ერთ გამარჯვებულს დაასახელებს სპეციალური ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული ადგილზე, ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.

„მარკეტის გენერალური წარმდგენია SOLO და ეს ლოგიკურიცაა. SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და ბრენდის ღირებულებების: აღმოჩენისა და გულშემატკივრობის ფარგლებში ცდილობს, ხელი შეუწყოს დამწყებ პატარა მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი- SOLO Sunday-ც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და პატარებისთვის შემეცნებით და გასართობი სახის მასტერკლასების ჩატარებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც ინსპირაცია იქნება როგორც პატარა მეწარმეებისთვის, ისე იმ ბავშვებისთვის, ვისაც ჯერ მხოლოდ იდეები აქვთ და განხორციელებისთვის წახალისება, ბიძგი სჭირდებათ. ამ საინტერესო პროექტში ველით ბავშვებს, რომლებიც არ გაჩერდნენ − წამოიწყეს საკუთარი საქმე და დღემდე დიდი მონდომებით არიან ჩართული მის განვითარებაში“,- განაცხადა SOLO Lifestyle-ის ხელმძღვანელმა, ნინი ჩიქოვანმა.

მარკეტის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://solo.ge/ka/solo/news/details/61406a7bae3b47ff23dab6fe

NS

როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება - რატი ბრეგაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 22:58

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა

20 ოქტომბერი, 2021 , 18:12

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1369 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 , 13:09

მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზრი და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წერილ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

20 ოქტომბერი, 2021 , 13:03

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სი

2022 წლიდან ოჯახები თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან - კახა კალაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:39

2022 წლიდან ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღ

პროგნოზი არ არის საიმედო - ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი