უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

14 სექტემბერი, 2023 10:38
font-size

SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია

SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება.

„ბრუნტეტი - დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე - ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება.

სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი.

ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება:

29 სექტემბერი - მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა)

2 ოქტომბერი - ერისთავის თეატრი, გორი

4 ოქტომბერი - მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი

6 ოქტომბერი - საზაფხულო თეატრი, ბათუმი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: TKT.GE აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels.

მსახიობები:

ლანა ყავრელიშვილი

ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია

ბექა ხაჩიძე

გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

მხატვარი:

ნანა კალანდაძე

ანიმაცია:

ნანა კალანდაძე და კოკა კიტია

ორგანიზატორი: Stockton

„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება - ღონისძიების სპონსორია SOLO X

19 სექტემბერი, 2023 , 15:39

SOLO X მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO X-ის სპონსორობით და Stockton-ის ორგანიზებით, 22 სექტემბერს, კუს ტბაზე, „ცისკარი გარდენში“ ქართული ბენ

რა დაგეხმარებათ წარმატებული ბიზნესის დაწყებაში

4 სექტემბერი, 2023 , 17:33

წარმატებული ბიზნესის არსებობა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებსა და კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად ითვალისწინებს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს. მართალია მზარდი და წარმატებული ბიზნესი თავ

რიშარ გალიანომ თბილისში მეშვიდე კონცერტი გამართა

24 მაისი, 2023 , 14:45

„50 წლის განმავლობაში ჩემი აკორდეონით არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ. ერთ დღეს კი შეიძლება, მთვარეზეც მოვხვდე“, -- ასე იხუმრა ლეგენდარულმა მუსიკოსმა რიშარ გალიანომ თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატ

ლეგენდარული რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

23 მაისი, 2023 , 13:20

დღეს, 23 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის ეროვნულ თეატრში ფრანგი აკორდეონისტის, რიშარ გალიანოს სოლო კონცერტი გაიმართება. მისი სახელწოდებაა „Passion Galliano”. ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „Dec&

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალი სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა

12 მაისი, 2023 , 15:52

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი ჯაზის ცოცხალი ლეგენდის, ბასისტ სტენლი კლარკის კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას 9-11 მაისს სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასი" მასპინძლობდა. მისი ორგანიზატორები კი კომპანია "ისთერნ პრომოუ

თბილისის რიგითი 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა

10 მაისი, 2023 , 12:43

თბილისში, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: კომპანია "ისთერნ პრომოუშენსი" და "თიბისი კონცეპტი". 9 მაისის საღამოს ჯაზფესტივალის კონცერტების