უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 10:20
font-size

სოლომონ პავლიაშვილი ევროდელეგაციის წარმომადგენელს საქართველოში და სატყეო სექტორში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ევროდელეგაციის წარმომადგენელს საქართველოში ალვარო ორეტგას და უნგრეთის, ლიტვისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების სატყეო სექტორში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირის პროექტზე -„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ იმსჯელეს.

საქართველოს სატყეო სექტორის უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ლიტველმა და უნგრელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ქვეყნების გამოცდილება ტყის ხანძრის პრევენციული და რეაგირების სისტემის განვითარების კუთხით.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი ლიტვის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრომ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაიწყო, რაც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ტყის მდგრადი მართვის სისტემის შესახებ, რაც დაეხმარება საქართველოს დახვეწოს სატყეო სექტორის კანონმდებლობა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი და სატყეო სექტორში მომუშავე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (მსოფლიო ბანკი, GIZ) ესწრებოდნენ.

ცოტა მეტი დაკვირვება მართებს - პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე ფადი ასლის პასუხობს

22 თებერვალი, 2018 , 22:51

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას  პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე გამოეხმაურა. ჩხეიძემ „ომეგა ჯგუფის“ თემაზე საუბრისას ფადი ასლის მეტი დაკვირვებისკენ მოუწოდა.  „ო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით რეისები განხორციელდება

22 თებერვალი, 2018 , 16:55

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება განხორციელდება. რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს. საქართველოს ეკონომი

„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

22 თებერვალი, 2018 , 16:55

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი გეგმიურ-ტექნიკური სამუშაოების გამო, 23 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენე

აგროსაწარმოებზე გადაღებული ფილმების კონკურსი „ჩემი ამბავი“ დასრულდა

22 თებერვალი, 2018 , 16:00

აგროსაწარმოებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „ჩემი ამბავი“ ბათუმისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ გადაღებულმა ფილმებმა გაიმარჯვა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუ

თბილისის მერის მოადგილე ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდა

22 თებერვალი, 2018 , 16:00

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. თბილისის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება

22 თებერვალი, 2018 , 16:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში, „ოჯახების მზადყოფნის პროგრამა“ იწყება. „ოჯახების მზადყოფნის პროგრამის“ დოკუმენტზე ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე