უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
სომეხი სეისმოლოგი კავკასიაში ძლიერ მიწისძვრებს არ გამორიცხავს 15.08.2012 18:39

სომეხი სეისმოლოგის ვლადიმირ ბალასანიანის განცხადებით, აზერბაიჯანს, ირანსა და თურქეთს შორის არსებულ ზონაში სეისმური ფოკუსი შეიმჩნევა. როგორც მან დღეს ერევანში გამართულ პრესკონფერენიცაზე განაცხადა, არავინ იცის ეს პროცესი ამით დასრულდება თუ გაგრძელდება.

მან კავკასიაში არსებული სეისმოლოგიური აქტივობა 1980 წლის მდგომარეობას შეადარა და განაცხადა, რომ სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ძლიერი მიწისძვრები საქართველოსა და ირანშიც დაფიქსირდა. მისივე თქმით, უცნობია თუ როგორი გაგრძელება ექნება ამჟამად არსებულ სეისმურ ფოკუსს.

სეისმოლოგის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ერევანში ძლიერი მიწისძვრა მოხდება, შენობების 70-80 პროცენტი ამას ვერ გაუძლებს, რადგან მათი უმრავლესობა საბჭოთა პერიოდშია აშენებული და ამორტიზებულად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა