უკან

საზოგადოება

6 ოქტომბერი, 2017 13:20
font-size

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ კუმურდოს ტაძარზე პრეტენზია არა აქვს - საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, მეათე საუკუნის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

საპატრიარქოს თქმით, ტაძრის წარმომავლობასთან გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის.

,,ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების X ს-ის ტაძრის ეზოში, ა.წ. 30 სექტემბერს მოხდა ინციდენტი ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფსა და სამართალდამცავებს შორის.

პრობლემა გამოიწვია ამ ჯგუფის მცდელობამ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, ტაძრის ეზოში აღემართათ სომხური ტრადიციული ქვის ჯვარი – ხაჩკარი.

აქ 2015 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწარმოებს სარესტავრაციო სამუშაოებს. არქეოლოგიური გათხრების დროს სხვა არტეფაქტებთან ერთად ტაძრის ეზოში აღმოჩნდა საფლავები და მიცვალებულთა ნეშტი, რომლებიც დროებით იქნა გადატანილი შერჩეულ ადგილას, სადაც მოსახლეობას გაუჩნდა ჯვრის აღმართვის სურვილი.

გაუგებრობა გამოიწვია გავრცელებულმა დეზინფორმაციამაც ტაძრის წარმომავლობის შესახებ. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია ადასტურებს, რომ ტაძარზე პრეტენზია არა აქვს და მას ქართულად მიიჩნევს.

წინაპრების საფლავისათვის პატივის მიგება სადავო არაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ასწლეულების მანძილზე ტაძრის ეზოში ქართველებიც, სომხებიც და სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანებიც დაიმარხნენ და მათი პატივისცემა ყველა ჩვენგანის ვალია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ა.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელთა შორის.

შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, შემდგომი სხდომების დროს განიხილონ და ურთიერთშეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც სამართლებრივი და რელიგიური დატვირთვის გარდა მორალური მნიშვნელობაც ექნება და ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მაგალითი გახდება.

ყველას მოვუწოდებთ:

ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია და პროვოკაცია, – დაუშვებელი. დავიცვათ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართულ-სომხური მეგობრობა, გამოვიჩინოთ წინდახედულობა და წამოჭრილი საკითხები კანონიერების და ქრისტიანული სიყვარულის გზით გადავწყვიტოთ“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი.

რეგულაციების გამკაცრების რისკ-ფაქტორები შეიძლება გაიზარდოს - ეკატერინე ტიკარაძე

1 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროა, მოქალაქეებმა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, თუ არ მოხდება მოქალაქეთა თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, შესაძლოა, მ

ახალი დანადგარები მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს - „ჯორჯიან მანგანეზი“

1 ივნისი, 2020 , 17:45

„ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, ახალ, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგადაც, ჭიათურაში მდინარე ყვირილას წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება,- ამის შესახებ ინფორმაციას კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა

1 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ნინოობის დღესასწაულს ფოკიდან ულოცავს

1 ივნისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორწმუნეებს წმინდა ნინოს ხსენების დღე ფოკიდან მიულოცა. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა.

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა - კათოლიკოს პატრიარქი

1 ივნისი, 2020 , 17:10

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქა

პანდემიის პირობებში ბავშვთა დაუცველი ჯგუფების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

1 ივნისი, 2020 , 17:10

საქართველოს სახალხო დამცველი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს ბავშვების სოციალური ყოფის გაუმჯობესებისა და ძალადობის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. "1 ივნისი ბავშვთა დაცვის ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!