უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ სროლები მიმდინარეობს 03.07.2012 18:54

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარარებულმა ძალებმა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ დაარღვიეს.

,,აპა. აზ” ინფორმაციით სომხურმა მხარემ ცეცხლი გერანბოისკის რაიონში გახსნა. რის შემდეგაც საპასუხო ცეცხლით აზერბაიჯანულმა მხარემაც უპასუხა.

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ივნისის თვის განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 3750-ჯერ დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი სროლები რამდენიმე დღეა გრძელდება.

დაპირისპირებას ხუთი აზერბაიჯანელი და დაახლოებით 10 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.