უკან
მსოფლიო
16 სექტემბერი, 2020 11:40
სომხეთი: კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი პაციენტი
სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 376- მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 923-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 42 069 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 3 384 პირს უტარდება.