უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

12 ოქტომბერი, 2020 11:25
font-size

სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამის და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე ხორციელდება.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, ასევე ერთი ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში და მინგეჩაურში დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან ერთად მიემგზავრება.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში - გიორგი გახარია

23 ოქტომბერი, 2020 , 15:10

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ &ld

სომხეთი: კორონავირუსის 2 306 ახალი შემთხვევა 10 გარდაცვლილი პაციენტი

22 ოქტომბერი, 2020 , 12:55

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში აღრიცხულია ინფიცირების 70 836 შემთხვევა. მათ შორის 1

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – იენს სტოლტენბერგი

21 ოქტომბერი, 2020 , 16:45

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ნატო-სთვის პარტნიორობა ძალიან მ

დავით გარეჯთან პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როდესაც, ქედის ქვევით - დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ - ირაკლი ღარიბაშილი

16 ოქტომბერი, 2020 , 13:15

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვ

სომხეთი: კორონავირუსის 1 371 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი პაციენტი

15 ოქტომბერი, 2020 , 11:25

სომხეთში კოვიდინცირებულთა ოდენობამ 60 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კი, 15 ოქტომბრის მონაცემებით, ეპიდემიას ქვეყანაში 1046 ა

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

15 ოქტომბერი, 2020 , 11:00

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევასა და საარტილერიო დაბომბვის განახლებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილიდან სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების