უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
25 თებერვალი, 2019 10:20
სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია
ერევანში, სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო ბრიგადა.
ქვეყნის საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამთავრობო შენობაში ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 09:03 საათზე შემოვიდა. ხანძარს სირთულით მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული.
როგორც უწყების სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, უკვე დაიწყო მუშაობა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ანტიკრიზისულმა ცენტრმაც.