უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

25 აპრილი, 2018 16:20
font-size

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ „ელქმა“ შესაძლოა ნიკოლ პაშინიანი წარადგინოს პრემიერობის კანდიდატად

სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ წარმომადგენლის, ედმონ მარუკიანის განცხადებით, მათ შეიძლება დაასახელონ ქვეყანაში მიმდინარე „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ აქციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად.

„შეიქმნა სიტუაცია, რომელშიც, თუკი რესპუბლიკური პარტია უარს არ იტყვის ხელისუფლებაზე, ადგილიდან არ დაიძვრება არაფერი“, -თქვა მარუკიანმა.,

სომხეთის პარლამენტში ფრაქცია „ელქს“ 9 მანდატი აქვს, ხოლო გაგიკ ცარუკიანის პარტია „აყვავებულ სომხეთს“, რომლის წევრია მარუკიანი, აქვს 31 მანდატი.

მარუკიანის თქმით, პაშინიანის პრემიერად დასამტკიცებლად საჭიროა კიდევ 13 ხმა. მისი ვარაუდით, შესაძლებელია ამ ხმების მოგროვება მმართველი რესპუბლიკური პარტიისგან (58 მანდატითაა წარმოდგენილი) და მისი კოალიციური პარტნიორისგან „დაშნაკტუცუნი“ (7 მანდატი).

დღეს სომხეთში აქციები განახლდა. ამჯერად დემონსტრანტები ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით გამოდიან მმართველი პარტიის წინააღმდეგ.

უშუალოდ პარტია „აყვავებული სომხეთი“ მხოლოდ დღეს შეუერთდა საპროტესტო მოძრაობას.

აქციები ქვეყანაში 13 აპრილს დაიწყო, რასაც მოჰყვა ორშაბათს სერჟ სარგსიანის გადადგომა პრემიერის თანამდებობიდან.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი