უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 თებერვალი, 2017 17:05
font-size

სომხეთს რუსეთ-საქართველოს „სავაჭრო დერეფნის შესახებ“ შეთანხმებაში ჩართვა სურს -სომეხი ექსპერტები

სომხეთის კვლევითი ცენტრის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელის, ტატულ მანასერიანის განცხადებით, „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების რეალიზება რეალურია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება რუსეთ- საქართველოს შორის დაიდო, არსებობენ სხვა რეგიონული მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ამ შეთანხმების შევსება.

„ამ შეთანხმების საფუძველში ეკონომიკური ინტერესები დევს. პროცესში რეგიონის ყველა ქვეყანა უნდა ჩაერთოს: საქართველოც, რუსეთიც, სომხეთი და ირანიც, და ამ ქვეყნებმა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გზები უნდა ეძებონ“,-განუცხადა ჟურნალისტებს მანასერიანმა.

მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირების დროს სომხეთის ეკონომიკაც დაზარალდა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ორმა ქვეყანამ ისეთი მექანიზმი შეიმუშავოს, რომელიც არა მარტო ორი ქვეყნისთვის იქნება მისაღები, არამედ სხვა დაინტერესებული მოთამაშეების მოზიდვა შეეძლოს.

თავის მხრივ რეგიიონული თანამშრომლობისა და გლობალიზაციის საკითხებში ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა სტეპან გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მიესალმება რუსეთისა და საქართველოს ასეთ შეთანხმებას, რადგან სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამი საზღვარი ჩაკეტილია: სომხეთ-აზერბაიჯანის, სომხეთ-თურქეთისა და რუსეთ-საქართველოს. ექსპერტის თქმით, ამათგან ერთ-ერთის საზღვრის გახსნა რეგიონში ვითარებას შეცვლის.

„როდესაც აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი განიხილებოდა, გაჩნდა კითხვა, მიიღებს თუ არა აფხაზეთი ამ პროცესში მონაწილეობას როგორც თანაბარუფლებიანი მხარე, და ავტომატურად ყველაფერი გაჩერდა. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია,შეძლებენ თუ არა მხარეები აღარ მიაქციონ პოლიტიკურ საკითხებს ყურადღება“,-განმარტა გრიგორიანმა.

მისი აზრით, აზერბაიჯნამა საქართველოსგან მაგალითი უნდა აიღოს, მისგან პრაგმატიზმი ისწავლოს და დაიწყოს თანამშრომლობა ყარაბაღთან, და სომხეთთან.

ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტის ანდრეი არეშევის განცხადებით კი, „სავაჭრო დერეფნის შესახებ“ შეთანხმების რეალიზებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გამიჯვნას.

„ამ ხელშეკრულების გაფორმებისთვის ობიექტური წინაპირობები არსებობდა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ჭრილში: ორმხრივი ვაჭრობის ზრდა, რომელიც სრულფასოვანი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენის ამოცანას დღის წესრიგში ტოვებს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ეკონომიკური კავშირების აღდგენის ხასიათს ატარებს, მხარეები პოლიტიკურ საკითხებზე ფოკუსირებული არ არიან“,-აღნიშნა ექსპერტმა.

მონიკა დავლიანიძე

`ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი` - არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი, 2018 , 18:46

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. მისი თქმით, საქართვ

ივანიშვილი არ არის ის კაცი ან კანაფზე ფიქრობდეს ან ოპიუმის ყაყაჩოზე – მეუფე იაკობი

22 სექტემბერი, 2018 , 18:22

ივანაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც კანაფზე ფიქრობს და ეს იდეა ვიღაცამ შესთავაზა - ამის სესახე მეუფე იაკობმა ტელეკომპანია “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ” თუ საჭირო გახდებოდა ერთჯერ

გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას, რადგან მან უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება - ირაკლი კობახიძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

მოვუწოდებ ყველას, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდონ გამოძიებას - არჩილ თალაკვაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე საუბრისას მოუწოდა ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით რამე ინფორმაციის

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული - ელისო კილაძე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დასცინოს ქისტებს და დააპირა, რომ აქ ჩაეტარებინა სახალხო დღესასწაული პანკისობა 2018,“ - ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, პანკისის ხეობაში გაა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს

22 სექტემბერი, 2018 , 15:20

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი უკანონო გარიგებებში მონაწილეობას უარყოფს . მისი ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი კვლავ ირწმუნება რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელთან შეხვედრაზე უშუალოდ ჩხარტიშვილის მხრიდან არ ყოფილა ნახსენე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`