უკან

მსოფლიო

26 ივლისი, 2018 14:30
font-size

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის მაღალი ალბათობა არსებობს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის - სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის გაჩაღების მაღალი ალბათობა არსებობს და ამას გამოხატავს ბაქოს რიტორიკა. ამის შესახებ პაშინიანმა რუსულ „Эхо Москва“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვთქვი, რომ ახლა ჩვენს რეგიონში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ვგულისხმობდი აზერბაიჯანის აგრესიულ პოლიტიკას. ასევე არის ომის ძალიან მაღალი ალბათობა. ვთქვი, რომ ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ომისთვის“, -თქვა პაშინიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ყარაბაღის საკითხი რუსეთის ხელში, პაშინიანმა უპასუხა, რომ რუსეთს აქვს ყველა საშუალება აზერბაიჯანის შესაკავებლად.

მე და ყველა სომეხი და ყველა სომხეთში დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს აქვს ყველა საშუალება, არ დაუშვას ახალი ესკალაციის კერა ჩვენს რეგიონში და შეაკავოს აზერბაიჯანი სომხეთსა და ყარაბაღზე თავდასხმისგან“, -თქვა პაშინიანმა.

კითხვაზე, როგორ უნდა შეაკავოს რუსეთმა აზერბაიჯანი, პაშინიანმა უპასუხა, რომ რუსეთს შეუძლია რეგიონში თავისი გავლენების გამოყენება.

„ვგულისხმობდი რუსეთის პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და უბრალოდ გავლენას, რუსეთის შესაძლო გავლენას ჩვენს რეგიონზე. ვფიქრობ, რომ კი, რუსეთს აქვს ყველა ბერკეტი, რომ არ დაუშვას ომი და ჩემთვის დაუჯერებელია, რომ რუსეთი უარს იტყვის ამ ბერკეტების გამოყენებაზე ომის თავიდან ასაცილებლად“, -დასძინა პაშინიანმა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი