უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
3 აპრილი, 2017 14:40
სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი გუნდის პარტია ლიდერობს
სომხეთის ცესკო-მ გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
როგორც სომხეთის ცესკო-ს მდივანმა არმენ სმბატიანმა განაცხადა, ამ დროისთვის საარჩევვნო უბნების 93% უკვე დამუშავებულია.
მისი თქმით, პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი ბარიერი ორმა პარტიამ და ორმა ბლოკმა გადალახა.
ესენია, მოქმედი სამთავრორობო რესპუბლიკური პარტია - 49,21%-ით, ბლოკი „ცარუკიანი“- 27,38%-ით, ბლოკი „ელკი“ -7,72%-ით და „დაშნაკცუტიუნი“- 6,59%-ით.
სომხეთის საარჩევნო კანონდებლობის თანხმად, პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ აუცილებელი 5% უნდა გადალახოს, ხოლო ბლოკის შემთხვევაში 7%-ანი ზღვარია დაწესებული.
მონიკა დავლიანიძე