უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 აპრილი, 2018 14:20
font-size

სომხეთში დღევანდელ აქციებზე 66 ადამიანი დააკავეს

დღეს სომხეთში მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ 66 პირი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი EVN Report-ი ავრცელებს სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით.

ერევანში გრძელდება აქციები სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ. დღეს განახლდა მსვლელობები ბაგრამიანისა და მაშტოცის გამზირებიდან ქალაქის ცენტრში. აქციებს ხელმძღვანელობს საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ ლიდერი ნიკოლ პაშინიანი. შეკრებილები აპროტესტებენ სარგსიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სომხეთის სხვა დიდ ქალაქებში, გიუმრისა და ვანაძორში.

აქციები 13 აპრილს დაიწყო. გუშინ პაშინიანმა განაცხადა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ.

გუშინ საპროტესტო აქციების ფონზე სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 77-მა პარლამენტარმა სარგსიანის სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო 17-მა - წინააღმდეგ.

სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. პარლამენტის მიერ სარგსიანის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხელისუფლებას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

14 ივლისი, 2020 , 12:25

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 13,103,290-ს შეადგენს. ჩOVID-19-ს 573,102 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქ

მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

14 ივლისი, 2020 , 10:11

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის აღნიშნული. „მოვუწოდებთ მხარეებს

სომხეთი: კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 31 392-მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთ

რუსეთი: კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა, 188 გარდაცვლილი პაციენტი

11 ივლისი, 2020 , 12:40

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 611 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 720 547-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 188 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

რუსეთი: კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა და 174 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 13:20

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 713 936-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიც

სომხეთი: კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 12:15

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30 903 -მდე გაიზარდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე