უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 აპრილი, 2018 11:15
font-size

სომხეთში ყოფილი პრეზიდენტის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას და მოითხოვენ მისი კლანის ჩამოცილებას პოლიტიკური პროცესებიდან.

აქტივისტები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარვებში, დილიდან კი მათ ქუჩები ისევ გადაკეტეს. ბოლო ინფორმაციით, ჰალაბიანის ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მათ შორის სარგსიანის სახლთან, ასევე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული სომხეთის პარლამენტთან, სადაც კენჭს უყრიან ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურას.

სომხეთის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ დღევანდელი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უკანონოდ ითვლება და ხალხი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნებისმიერი მოქმედებისგან.

გუშინ სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალეს საპროტესტო აქცია სომხეთის პარლამენტთან მდებარე ბაგრამიანის გამზირზე. პოლიციამ მიზეზად ის დაასახელა, რომ დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის გამო დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა სამართალდამცავები დაადანაშაულეს უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენებაში.

აქციები სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ 13 აპრილიდან მიმდინარეობს. კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი.

აშშ-მ ახალი სანქციებით ირანის ავიაკომპანიებს დაუმიზნა

25 მაისი, 2018 , 15:35

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონის შავ სიაში მოხვდა 9 ირანული და თურქული ავიაკომპანია, რომლებიც Mahan Air-თან and Meraj Air-თან არიან დაკავშირებულები; ასევე პირები

ჰოლანდიამ და ავტსრალიამ რუსეთი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში ოფიციალურად დაადანაშაულეს

25 მაისი, 2018 , 15:10

ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგ-777-ის ჩამოგდებაში. ამის შესახებ ჰოლანდიის მთავრობის ვებგვერდზე წერია. განცხადების თანახმად, ორივე ქვეყანამ ამ საკითხზე მიიღო გ

ილჰამ ალიევმა 634 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 12 ოპოზიციონერი და 11 საქართველოს მოქალაქე

25 მაისი, 2018 , 12:45

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 634 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 607 დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. შეწყალებულთა შორისაა 12 ოპოზიციონერი, მათ

დონალდ ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ჩაშლის მიუხედავად ჩრდილოეთ კორეა მოსალაპარაკებლად ისევ მზადაა

25 მაისი, 2018 , 11:25

ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ მზადაა აშშ-სთან „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“  მოსალაპარაკებლად იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ჩრდილოეთ კორეი

უკრაინაში „РИА Новости Украина“-ის ვებგვერდი 3 წლით დაბლოკეს

24 მაისი, 2018 , 15:55

უკრაინაში  საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости Украина“-ის ვებგვერდი 3 წლით დაბლოკეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებაში. სანქციების ფარგლებში სააგენტოს აქტივებიც იქნ

2014 წელს დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგ-777-ის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული „БУК“-ის რაკეტა იყო - გამოძიების შედეგები

24 მაისი, 2018 , 15:15

დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგი-777 რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადის მიერ კუთვნილი „БУК“-ის დანადგარის რაკეტით ჩამოაგდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდა საგამოძიებო კომისია, რომელიც ჰოლანდიის ხელმძ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე