უკან

მსოფლიო

3 მაისი, 2018 11:35
font-size

სომხეთში პრემიერის ხელახალი არჩევნები 8 მაისს გაიმართება

სომხეთის ეროვნულ კრებაში პრემიერის ხელახალი არჩევნები 8 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის სპიკერის, არა ბაბლოიანის განცხადებაში.

ცნობისთვის, 1 მაისს ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტის უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი პრემიერობის ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკოლ პაშინიანს. მან ვერ დააგროვა საჭირო ხმების რაოდენობა (53 ხმა იყო საკმარისი). პრემიერობის ერთადერთ კანდიდატს ეროვნული კრების 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო მმართველი ფრაქცია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის 56-მა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრის შემდგომ პაშინიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებულ მასობრივ მიტინგზე მოუწოდა მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს, დილიდანვე განაახლონ „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ საპროტესტო მოძრაობა. 2 მაისს სომხეთის სხვადასხვა ქალაქში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომელმაც გადაკეტა გზები, სამთავრობო შენობების შესავლელები, ასევე პარალიზებული იყო მეტრო და სარკინიგზო მოძრაობა.

იმავე საღამოს მმართველი ფრაქციის სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა ყოფილი პრემიერი სერჟ სარგსიანი. ფრაქციის თამჯდომარემ ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელსაც წარადგენს პარლამენტის მესამედი. მან დაამატა, რომ სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას თავისი კანდიდატი არ ეყოლება.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, 2 მაისს გამართულ მასშტაბური საპროტესტო მიტინგზე პაშინიანმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ის შეხვედრებს გამართავს ეროვნულ კრებაში, რის გამოც საპროტესტო აქციები დროებით შეწყდება. ოპოზიციონერმა ლიდერმა თავის მომხრეებს მოუწოდა, შეისვენონ.

თუკი 8 მაისს ისევ ვერ აირჩევენ პრემიერ-მინისტრს, სომხეთის პრეზიდენტი იძულებული გახდება, პარლამენტი დაითხოვოს და 30-45 დღის განმავლობაში დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

19 აპრილი, 2019 , 13:30

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

18 აპრილი, 2019 , 11:40

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა. ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შე

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

17 აპრილი, 2019 , 10:36

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართულ

მინსკში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

16 აპრილი, 2019 , 12:55

მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება შე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 აპრილი, 2019 , 10:15

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ფრანგულ მედიას საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა განუცხადა. „ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის

რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია - რუმინეთის პრემიერი

15 აპრილი, 2019 , 16:20

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობის წევრებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს საქა

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019