უკან

პოლიტიკა

30 მაისი, 2017 15:20
font-size

სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და სომხეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

26 მაისს სომხეთის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელ სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, რომელმაც ქართველ ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე და ხაზი გაუსვა ქართულ-სომხური თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურ მიღებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მინანქარში შესრულებული საიუველირო ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, ეროვნული კრების, პოლიტიკური პარტიების, სომხური სამოციქულო ეკლესიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ანალიტიკური ცენტრების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე ქართული სათვისტომო „ივერიისა“ და საერთაშორისო კლუბ “თბილისელების“ წარმომადგენლები.

გარდა ამისა, 25 მაისს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკისა და კომედიის თეატრში გაიმართა კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამbლ „უნივერსიტეტის“ მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ასევე ქვეყნის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ქართული სათვისტომოს წევრები და სტუდენტები.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი