უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

17 აპრილი, 2018 14:45
font-size

სომხური ოპოზიციის ლიდერმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჯ სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ აქციები გრძელდება. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუცია“ დააანონსა.

„სომხეთში შეიქმნა რევოლუციური სიტუაცია. აქ და ახლა ვაცხადებ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა ერევნის ცენტრში, საფრანგეთის მოედანზე გამოსვლის დროს.

აქციების პარალელურად სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურას განიხილავენ.

აქციები სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ 13 აპრილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ მისი კლანის პოლიტიკიდან ჩამოშორებასა და ცვლილებების გატარებას.

აქტივისტები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საფრანგეთის მოედანზე გაშლილ კარვებში, დილიდან კი მათ ქუჩები ისევ გადაკეტეს.

სომხეთის პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ დღევანდელი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უკანონოდ ითვლება და ხალხი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნებისმიერი მოქმედებისგან. აღნიშნული განცხადება სამარტალდამცველებმა უშუალოდ პაშინიანს გადასცეს, თუმცა მან წაუკითხავად ის დახია.

სომხეთის კონსტიტუციაში 2015 წელს შეტანილი ცვლილებებით, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა და პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გახდა ყველაზე დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი პირი. პარლამენტის მიერ სარგსიანის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ხელისუფლებას 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება - დონალდ ტრამპი

5 აპრილი, 2020 , 12:45

ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპის თქმით, ამერიკას წინ უსასტიკესი კვირა ელოდება

აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7400-ს გადააჭარბა

4 აპრილი, 2020 , 12:15

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 7402-ს მიაღწია. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 277 953 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 12 283 ადამიანი გამოჯანმრთელ

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 54 500-ს მიაღწია

3 აპრილი, 2020 , 17:25

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 54 458-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავ 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (13 915) და ესპანეთი (10 935). მსოფლიოში ვირუსით სულ 1 034 085 ადამიანი დაი

აშშ-ის რამდენიმე შტატში სკოლები მთელი წლით იხურება

3 აპრილი, 2020 , 12:00

ამერიკის 10 -მდე შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო სკოლები მთელი წლით დაიხურება ალაბამაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ინდიანაში, კანზასში,

ნუ დავუშვებთ, რომ COVID19 გახდეს შიმშილის თამაში!

2 აპრილი, 2020 , 15:50

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უვცლელად გთავაზობთ: „მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 600 000-ს გადასცდა

28 მარტი, 2020 , 15:00

მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 600 000-ს გადასცდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს. ვირუსით მსოფლიო მასშტაბით 27 862 ადამიანია დაღუპული, 131 826 ადამიანი კი –