უკან

საზოგადოება

19 ივნისი, 2017 15:25
font-size

სოსო ოსორაულის დაღუპვას არც კონგოს ხელსუფლება და არც წითელი ჯვარი ადასტურებენ - ნინო ოსორაული

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის მეუღლეს, ნინო ოსორაულს კონგოელი მეამბოხეების ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების, რომ ქართველი მფრინავი გარდაცვლილია - არ სჯერა.

ნინო ოსორაულის თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას არც კონგოს ხელისუფლება და არც წითელი ჯვარი ადასტურებენ და მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.

ამასთან, როგორც ნინო ოსორაულმა მედიას განუცხადა, თუ ქართველი მფრინავი ნამდვილად დაღუპულია, მაშინ დასტურის ნიშნად, შესაბამისმა უწყებებმა მისი ჩამოსვენების ორგანიზება მოახდინონ.

„კონგოს ხელისუფლებას დაუკავშირდნენ, კითხეს რა ხდება, უდასტურებს კონგოს ხელისუფლება? კონგოს ხელისუფლება სასტიკად უარყოფს ამ ინფორმაციას. მე ამ ინფორმაციის არ მჯერა. წითელი ჯვარი და არც კონგოს ხელისუფლება მის გარდაცვალებას არ ადასტურებს. ვითომდა ის ბისიმვა ადასტურებს, რომ დაღუპულია და მორჩა, აქ ქრება კვალი. მაქსიმალურ ზომებს მიმართონ, სადაც გინდათ, რაც გინდათ ის გააკეთონ. თუ მართლაც ეს სიმართლეა, მაშინ დაღუპული ჩამოიყვანონ. თუ არადა ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებენ, რომ ვითომდა დაღუპულია. დაადასტურონ“,-აღნიშნა ნინო ოსორაულმა.

„იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, კონგოს „23 მარტის“ დაჯგუფების ლიდერმა განაცხადა, რომ ოსორაული 13, ან 14 მაისს გარდაიცვალა, იმ დროს როდესაც, კონგოს სამთვარობო ძალებმა დაჯგუფების წინააღმდეგ იერიში მიიტანეს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო

19 ნოემბერი, 2017 , 19:41

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. კახა კალაძე დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

19 ნოემბერი, 2017 , 19:36

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, „ივენთ ჰოლში„ გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე დაე

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

19 ნოემბერი, 2017 , 19:31

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. ქალაქის მე

ვარდების მოედანზე ყველის ფესტივალი გაიმართა

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, ვარდების მოედანზე, უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინ

გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო

18 ნოემბერი, 2017 , 17:50

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი მიიღეს

18 ნოემბერი, 2017 , 17:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 179 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე