უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 სექტემბერი, 2019 17:05
font-size

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.
ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252-ე მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო" ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ 3 თვის ვადაში ეტაპობრივად შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება:

დევნილები − 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 607 063 ლარი;

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები − 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 662 281.21 ლარი;

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები − 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 909 193 ლარი;

ასაკით პენსიონერები − 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 853 933 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები − 2 083 საქმე, ჯამურად − 1 451 459 ლარი;

მარტოხელა მშობლები − 132 საქმე, ჯამურად − 54 248 ლარი.

მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ნიკა გვარამია

1 დეკემბერი, 2020 , 17:54

მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 დეკემბრიდან, მისი საქმის განხილვის განახლების შესახებ სასამართლოდან აცნობეს. Facebook-ის გვერდზე იგი წერს, რომ ამით "რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო". მისივე ვა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა

1 დეკემბერი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3185 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადაივადონ

1 დეკემბერი, 2020 , 17:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგ

ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება – თენგიზ ცერცვაძე

1 დეკემბერი, 2020 , 17:05

ჩვენ ახლა პიკში ვართ და ეს პიკი კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება. შემდეგ უნდა დასტაბილურდეს და თანდათან ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირვე

“თბილისი ენერჯის“ კომერციულ მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ

1 დეკემბერი, 2020 , 17:05

3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ეზრდებათ და ერთ კუბურ მეტრზე ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის

ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ

1 დეკემბერი, 2020 , 17:05

15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მ