უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 მაისი, 2018 17:40
font-size

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის - ,,Save the Children Nederland“ მხარდაჭერით ახორციელებს, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.
მათ შორის, განხორციელდება:

- ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება.

- საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება.

- მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები.

სწორედ, ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის, ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს.

იმედი მაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების იმ განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათასიდან მილიონ ლარამდე დაფინასებას გამოყოფს და წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს, რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში უკვე დასაქმებულია 350-მდე ახალგაზრდა, შექმნილია 60 სოციალური საწარმო, მათ შორის: ხეზე კვეთის, მინანქრის, ზოგადად ხალხური რეწვის საწარმოები, ლიტერატურული კაფეები, სათბურები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები და ა.შ.
100-ზე მტი კულტურულ-საგანმანათლებლო და 50 სპორტული პროექტი არის განხორციელებული.

აგრეთვე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი და მისი დაფინასება, გარდა იმისა, რაც უკვე მოგახსენეთ, დამატებით 750 000 ლარი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

3 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2 ივლისი, 2020 , 17:05

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

2 ივლისი, 2020 , 14:35

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეებ

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - „საქსტატის“

30 ივნისი, 2020 , 12:10

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე