უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება


სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მიაწოდა.
მინისტრის განმარტებით, სატენდერო კრიტერიუმებში მთავარ მოთხოვნებს წარმოადგენს ფასი და ხარისხი.
"ტენდერი გამოცხადდება პარასკევს. კრიტერიუმები იქნება ფასი და ხარისხი. ხარისხი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ლაბორატორიის შესაბამისობის სერთიფიკატი. რაც შეეხება ქართულ ორგანიზაციებს, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ. დაფინანსება 5 ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებს შეეხება. ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა, კორონარული სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც ტაბლეტური მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
დაფინანსების კომპონენტი ხელმისაწვდომი ზაფხულიდან იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

„ზღვარზე ვართ, მეგობრებო, სახიფათო ზღვარზე! ამის იქეთ ჩახარშვაა”
24 თებერვალი, 2021 , 21:57

პროტესტი რეგიონებიდან დედაქალაქში ინაცვლებს - პარლამენტთან კარავი ზუგდიდელებმაც გაშალეს
24 თებერვალი, 2021 , 21:10

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა
24 თებერვალი, 2021 , 17:15

რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი - ნათია თურნავა
24 თებერვალი, 2021 , 17:15

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15

ქვეყნის გახსნა აზრს დაკარგავს თუ მას არ მოჰყვება ვაქცინაცია - ანა დოლიძე
24 თებერვალი, 2021 , 17:15