უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2020 16:30
font-size

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი www.student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა.

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.

„ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად.
სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს: ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს; ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.

დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება”, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რისთვის ემზადება `ქართული ოცნება`

31 ოქტომბერი, 2020 , 15:05

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება. პარტიის სათაო ოფისის წინ სცენისა და ეკრანების მონტაჟი სრულდება. პარტიაში აცხადებენ, რომ ტრადიციულად, საარჩევნო უბნების

სამწუხაროდ, 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ - ეკატერინე ტიკარაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში კოვიდინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. „სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 15 წლის

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 19,41% შეადგინა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

12:00 საათისთვის საქართველოში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19,41% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი რაოდენობრივად 681 583-ს შეადგენს.

დარღვევები თბილისსა და რეგიონებში - ხმების დაცვის შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, უზუსტობები სიებში, უფსკერო ყუთები და არასრული ბიულეტინები – ბათუმის, კრწანისის, სვანეთის, საბურთალოს და ისნის საარჩევნო ოლქებში. ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის წარმომადგენელმა, პაატა

`ლელო` დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე „ლელოს“ ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგი გამართეს. “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი

ავღანეთში, ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ

31 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობ