საზოგადოება


სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე 50-ლარიანი დანამატი ჯერ ფულადი, შემდეგ სურსათის ვაუჩერის სახით მიიღონ
სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა შესაძლოა, თითო ბავშვზე გამოყოფილი 50-ლარიანი დანამატი პირველ ეტაპზე მთლიანად ფულადი სახით მიიღონ, ხოლო მოგვიანებით ამ თანხის ნაწილი სასურსათე ვაუჩერის სახით გაიცეს. თუმცა რა სახით ამოქმედდება პროგრამა, ჯერ დეტალები უცნობია.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მიაწოდა.
მისი თქმით, საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის საბოლოო დაზუსტება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
სერგეენკოს განმარტებით, დრო ძალიან ცოტა რჩება, რადგან სოციალურად დაუცველებმა აღნიშნული გაზრდილი თანხა პირველი იანვრიდან უნდა მიიღონ.
„შეიძლება წავიდეთ იმ ვერსიით, რომ დასაწყისისთვის ეს დახმარება მთლიანად მონეტარული იყოს, ან მისი ნაწილი იყოს ვაუჩერული. ამაზე უახლოეს მომავალში გვექნება საბოლოო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან ერთად და უკვე საბოლოო ფორმატზე ჩამოვყალიბდებით, რადგან დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა”, – განცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, მთავრობის ინიციატივით, იანვრიდან სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდებისთვის განკუთვნილი დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. თავდაპირველი ვერსიით, ოჯახები ამ დახმარებიდან ნაწილს – 20 ლარს თანხის სახით, 30 ლარს კი სასურსათე ვაუჩერის სახით მიიღებენ. ინიციატივა მომავალი წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00